იმუშავე მეტისთვის, აიმაღლე სტატუსი, შეინარჩუნე უპირატესობა
ჩვენთან თითოეული შესრულებული მგზავრობა შენს სტატუსსა და პირობებზე აისახება.
სისტემა შექმნილია როგორც ახალი, ისე მოქმედი და დაბრუნებული მძღოლებისთვის.
NEWBIE-ის დასრულების შემდეგ ყველა მძღოლი გადადის STARTER-ში, სანამ 550 რეისს შეასრულებს.
550 შესრულებული რეისიდან მძღოლი გადადის ELITE სტატუსში და ერთვება კვირის ბონუსშიც.
Valto — საქართველოში Yandex-ის ოფიციალური პარტნიორი, ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მაღალრეიტინგიანი ტაქსოპარკი თბილისში. ჩვენი ლოიალობის სისტემა აფასებს თანმიმდევრობას: ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიო, კვირის ბონუსები ELITE მძღოლებისთვის და პრიორიტეტი მომავალ კამპანიებში.
ELITE სტატუსის უპირატესობები
კვირის ბონუსი აქტიურია მხოლოდ ELITE მძღოლებისთვის.
ასევე, ყველა მომავალი კამპანია, სპეციალური შეთავაზება და ახალი წამახალისებელი პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ELITE სტატუსის მძღოლებისთვის.
ELITE ნიშნავს არა მხოლოდ უფრო დაბალ საკომისიოს, არამედ მეტ შესაძლებლობასაც, დღესაც და მომავალშიც.
ELITE სტატუსის შენარჩუნება
ELITE სტატუსი მიიღება 550 შესრულებული რეისიდან.
თუმცა, თუ მძღოლს ბოლო 30 დღის განმავლობაში არც ერთი შესრულებული მგზავრობა არ ექნება, მისი ELITE სტატუსი გაუქმდება და დაბრუნდება STARTER დონეზე.
მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად
- 16% 30 დღის განმავლობაში, მხოლოდ ახალი მძღოლებისთვის;
- NEWBIE-ის დასრულების შემდეგ ყველა მძღოლი გადადის STARTER-ში, სანამ 550 რეისს შეასრულებს;
- კვირის ბონუსი აქტიურია მხოლოდ ELITE მძღოლებისთვის;
- ყველა მომავალი კამპანია ხელმისაწვდომია მხოლოდ ELITE მძღოლებისთვის.
დაიწყე, განაგრძე ან დაბრუნდი, დააგროვე შესრულებული მგზავრობები, აიმაღლე სტატუსი და მიიღე მეტი.